პროგრამის ამორჩევა

დისტანციური სწავლება

 

თუ გსურთ საერთაშორისო განათლებით მოიპოვოთ ახალი კარიერული შესაძლებლობა, დაიწყოთ მუშაობა ან აიმაღლოთ კვალიფიკაცია ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიაში, სადაც მოხვედრაზე დიდი ხანია ოცნებობდით,  გქონდეთ ახალი სამსახური ან თანამდებობა, რაც თქვენთვის მხოლოდ სიამოვნების მომტანი იქნება, მაშინ  კემბრიჯის დისტანციური სწავლების კურსები სწორედ ამ ოცნებების რეალიზებისთვის დაგეხმარებათ.

დისტანციური სწავლების საშუალებით მარტივია კარიერის დაწყება ან დაწყებული კარიერული შესაძლებლობების განვითარება,  საქართველოდან გაუსვლელად საერთაშორისო განათლების მიღება. დისტანციური სწავლებით გეძლევათ შანსი თქვენთვის სასურველ დროს დაეუფლოთ ევროპულ განათლებას, თქვენით გაანაწილოთ სწავლების დრო და გამოიყენოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის.

სასწავლო პროცესი მიმდიანრეობს კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის მიერ მოწოდებული სასწავლო მასალებისა და გეგმის მიხედვით, რომელიც კემბრიჯიდან გამოგეგზავნებათ და თქვენს საკუთრებაში დარჩება.

სწავლა მიმდინარეობს კემბრიჯის დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენებით ინგლისურ ენაზე. რაც კიდევ მეტად საინტერესოს და მიმზიდველს ხდის სწავლის პროცესს.

თუ თქვენი ინგლისური ენის დონე არ არის საკმარისი პროფესიის ინგლისურად დასაუფლებლად, ასევე გეძლევათ შესაძლებლობა გაიაროთ კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის ინგლისური ენის შემსწავლელ შესაბამისი დონისა და სპეციფიკის კურსები.

თითოეული პროგრამა ერთწლიანია, თუმცა შეგიძლიათ  ინტენსიური მეცადინეობით უფრო მოკლე დროში, კერძოდ 4 თვეშიც დაასრულოთ სასწავლო კურსი, რადგან დისტანციური სწავლების დროს სასწავლო გეგმას თქვენ მართავთ.

დასკვნითი გამოცდა/ტესტი იგზავნება კემბრიჯის კოლეჯიდან და  ტარდება საქართვლოში კემბრიჯის წარმომადგენლობის ზედამხედველობით. ტესტების შეფასება ხდება კემბრიჯის ბრიტანელი პერსონალის მიერ. კურსის წარმატებით დასრულებისას გაიცემა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის, ბრიტანეთში აღიარებული დიპლომი.

Scroll to Top