ბიზნეს მენეჯმენტი და ადმინისტრირება

კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციური პროგრამა

ბიზნეს მენეჯმენტი და ადმინისტრირება სასწავლო პროგრამა გათვლილია იმ მსმენელებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ საფუძვლიანად შეისწავლონ ბიზნესი, მისი არსი, მართვა და ადმინისტრირება კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისათვის.

პროგრამის მოკლე აღწერითი ჩამონათვალი:  

  • კაპიტალდაბანდება ბიზნესში და ფინანსური უზრუნველყოფა; 
  • კაპიტალდაბანდების წყაროები; 
  • ფასიანი ქაღალდები; 
  • სამუშაო კაპიტალი; 
  • ფულადი სახსრების მიმოქცევა ბიზნესში, შემოსავლები და ხარჯები;
  • ბიზნენის ფუნქციონირების მართვის ფორმები; 
  • ბიზნეს ორგანიზაციები, სავაჭრო ორგანიზაციები და საწარმოები;
  • ბიზნესის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ფაქტორები;
  • ბიზნესის დაგეგმვა და პროგნოზირება; 
  • ბიზნეს გეგმის შედგენა; 
  • ბიზნესის დაფუძნება; 
  • ბიუჯეტის შედგენა და კონტროლი; 
  • საკრედიტო შეზღუდვები და მაკონტროლებელი პროცედურები; 
  • ფასდაკლების სავაჭრო და რაოდენობრივი ფორმები; 
  • ადამიანური რესურსების მართვა (პერსონალის შერჩევა, ინტერვიუს წარმართვა, უფლება მოვალეობათა გაცნობა, თრეინინგების ორგანიზება, მაკონტროლებელი პროცედურების უზრუნველყოფა, ანაზღაურების ფორმების განსაზღვრა;
  • ადამიანური რესურსის მოტივირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმები); 
  • გაყიდვების არსი – მარკეტინგი და მისი მართვის პრინციპები; 
  • ბაზრის კვლევა; 
  • გაყიდვების პრომო აქციები; 
  • საფასო პოლიტიკის განსაზღვრა;  
  • საოფისე საქმის და პროდუქტიულობის მენეჯმენტი.

რა შედის პროგრამის საფასურში

 თქვენს მიერ გადახდილ თანხაში შედის:-

  • რეგისტრაცია კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში;
  • მაღალი ხარისხის,  ილუსტრირებული, საერთაშორისო CIC-ს პროფესიული სასწავლო/ტრენინგ პუბლიკაციები;
  • დეტალური, პროფესიული “სასწავლო გაიდლაინი” შესაბამისი ინსტრუქციით, თუ როგორ უნდა დაეუფლოთ დისტანციურ რეჟიმში სასწავლო მოდულებს და მიიღოთ საუკეთესო შედეგები. გაიდლაინი ასევე მოიცავს დეტალურ რჩევებს, თუ როგორ უნდა უპასუხოთ თვითშეფასების ტესტებს, სასწავლო ტესტებსა და გამოცდებს;
  • თვითშეფასების ტესტები შესაბამისი სარეკომენდაციო პასუხებით და პროგრეს გრაფიკით;
  • დასკვნითი გამოცდის ორგანიზება, რომელიც ტარდება კემბრიჯის ზედამხედველობის ქვეშ  და მოიცავს საგამოცდო სივრცის ორგანიზებას, შედეგების გაგზავნას კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის საგამოცდო კომისიის წევრებთან. შეგახსენებთ, რომ CIC ატარებს გამოცდას 100-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად, რომელშიც მონაწილეობს ათასობით წევრი. დასკვნითი გამოცდის ორგანიზება არის მოქნილი პროცესი და გაიმართება, როდესაც თქვენ მზად ხართ გამოცდების ჩასაბარებლად; 
  • დასკვნითი გამოცდის ჩაბარებისა და პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, ბრიტანეთში აღიარებული კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის პრესტიჟული დიპლომი;
  • კემბრიჯის პორტალზე საკუთარი პერსონალური გვერდი, რომელშიც ხელმისაწვდომი იქნება თქვენი შედეგები, საფოსტო გზავნილების შესახებ ინფორმაცია, რჩევები და გაიდლაინები.  პორტალის მისამართია: www.cambridgeinternationalcollege.co.uk;
  • რეგულარული ინფორმაცია და სიახლეები, მათ შორის: სასწავლო პროგრამებზე სპეციალური შეთავაზებები და ახალი პროგრამების ჩამონათვალი, საკონკურსო ფორმები და ა.შ. 

საფასურში შედის ყველაფერი რაც დაგჭირდებათ პროგრამის საწმარებით დასასრულებლად.

გარდა ზემოაღნიშნულისა თქვენ დამატებით შეგიძლიათ მიიღოთ:

  • ასისტირება სწავლის დაწყების, მიმდინარეობისა და დასრულების შემდგომ პერიოდში; CIC- წევრებმა შეიძლება მოითხოვონ CIC- ის გამოცდილი კონსულტანტების რჩევა სწავლის შემდგომი საჭიროებების, შესაძლებლობების გაძლიერების და კარიერული განვითარების კუთხით. 
  •  პროგრამის კურსდამთავრებულებზე, შესაძლებელია დამატებითი საგანმანათლებლო სერვისების მიღებაც, ისეთი როგორიცაა კოლეჯის სარეკომენდაციო წერილი, ნიშნების ფურცელი და ა.შ.

სწავლების ენა: ინგლისური ენა

პროგრამის ხანგძლივობა: სრული კურსის დასრულება შეგიძლიათ 4 თვიდან –12 თვის პერიოდში.
სწავლების საფასური: 900 ლარი. (განვადებით გადახდის შემთხვევაში გიწევთ 500 ლარის სამჯერადი გადახდა).

საბანკო რეკვიზირები:

  • მიმღები ბანკი: სს “საქართველოს ბანკი”
  • ბანკის კოდი: BAGAGE22
  • მიმღების ანგარიშის ნომერი: GE33BG0000000101242220 
  • მიმღების დასახელება: დისტანციური სწავლება საქართველოში

შეფასება: დასკვნითი გამოცდა/ტესტი ტარდება კემბრიჯის წარმომადგენლობის ზედამხედველობით.  შეფასება ხდება კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯში საგამოცდო კომისიის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კემბრიჯის კოლეჯიდან გეგზავნებათ ბრიტანეთში აღიარებული კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის დიპლომი.

კემბრისის საერთაშორისო კოლეჯის დისტანციურ პროგრამაზე დარეგისტრირების შემთხვევაში უნდა შეავსოთ კოლეჯის სააპლიკაციო ფორმა და შევსებულ განაცხადი გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე info@dlg.ge შემდეგ დოკუმენტებთან ერთად ელექტრონული სახით:

  • რეზიუმე;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ოთხი (3/4-ზე) ფოტოსურათი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ინგლისური ენის სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში).
პროგრამაზე რეგისტრირებისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი, ხოლო ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს.
 

რას ამბობენ კლიენტები

გამოხმაურება

დავითი
დავითი
34 წლის
Read More
ყოველთვის მინდოდა მესწავლა უცხოეთში, მაგრამ ოჯახის გამო ამას ვერ ვახერხებდი. არ მინდოდა ახლობელი ადამიანების დატოვება. დისტანციური განათლება საქართველოში დამეხმარა კვალიფიკაცია ქვეყნიდან გაუსვლელად ამემაღლებინა.
ქეთი
ქეთი
29 წლის
Read More
უკვე 5 წელია ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვმუშაობ. თუმცა ამ ხნის მანძილზე ვერ ვახერხებდი კარიერულ წინსვლას, რადგან უცხოეთში არ მქონდა მიღებული განათლება. დისტანციური განათლება საქართველოში დამეხმარა სასურველი პროგრამის შერჩევაში. მათი საშუალებით შევძელი კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოში და კემბრიჯის საერთაშორისო დიპლომის მოპოვება. დღეს, უფრო მაღალ პოზიციაზე ვმუშაობ და თავს მეტად თავდაჯერებულად ვგრძნობ.
ნინი
ნინი
33 წლის
Read More
პროგრამა დამეხმარა ადვილად შემეცვალა სამსახური, რასაც მოყვა უკეთეს პოზიციაზე მუშაობა მაღალი ანაზღაურებით. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის.
Scroll to Top